პოლონეთი რუსეთისგან განმარტებას ითხოვს

30 დეკემბერი 2023, 12:23 557 ნახვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსეთისგან განმარტებას ითხოვს. უწყების ცნობით, რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში, 40 კილომეტრით შეაღწია და სამი წუთის შემდეგ უკრაინისკენ გადაუხვია. პრესსამსახურის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცეს. სამინისტროში კი ანდრეი ორდაშს, მინისტრის მოადგილემ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიური უწყება განმარტებებს ითხოვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში