ომი ახლო აღმოსავლეთში

31 დეკემბერი 2023, 12:04 463 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ კონფლიქტი თვეები გაგრძელდება . ბოლო 24 საათში ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 165 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. პალესტინის სამთავრობო მედია წერს, რომ დაბომბვამ ღაზას სახლების 70% გაანადგურა. ღაზაში არსებული მწვავე ჰუმანიტარული ვითარებით შეშფოთებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები მძიმე სანიტარულ პირობებსა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში