ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

03 იანვარი 2024, 18:09 784 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით წარსულში არაერთხელ ნასამართლებმა 44 წლის ზვიად ბერიძემ 2024 წლის 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში