ქვათაცვენის გამო 4 იანვრის 08:00 საათამდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

04 იანვარი 2024, 09:50 502 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა.

ქვათაცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში