იაპონიაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა - კიშიდა

04 იანვარი 2024, 10:08 432 ნახვა

იაპონიაში სამაშველო სამუშაოები გააქტიურდა, რადგან ახალ წელს მომხდარი  მიწისძვრიდან   72 საათის  შემდეგ ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის შანსი მცირდება.  ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განუცხადა.ბოლო მონაცემებით სტიქიამ  სულ მცირე 77 ადამიანი იმსხვერპლა.

პრემიერის თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ.

იაპონიის ცენტრალური იშიკავას პრეფექტურის დაზარალებულ რაიონებში სამაშველო და სამძებრო სამუშაოების გაძლიერების მიზნით  მობილიზებული თავდაცვის  ძალების რაოდენობა გაორმაგდება  და 4 ათას 600 ჯარისკაცამდე გაიზრდება - განაცხადა კიშიდამ და აღნიშნა, რომ გადარჩენილთა და მედიის ინფორმაციით, სტიქიით განადგურებულ რაიონში სიცოცხლისთვის აუცილებელი   მარაგების, მათ შორის სასმელი წყლის დეფიციტია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში