სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

04 იანვარი 2024, 10:08 458 ნახვა

სამხრეთ კორეის და აშშ-ის ჯარებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან პოჩეონში  საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად და გასაძლიერებლად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს - ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის სარდლობა ავრცელებს.

სამხრეთ კორეის არმიის მექანიზებული ქვეითი ბრიგადის და აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკის ბრიგადის წვრთნები მძიმე იარაღის გამოყენებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მანევრები  29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება - აღნიშნულია არმიის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში