კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება

04 იანვარი 2024, 12:00 476 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშ არის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ცნობისთვის, ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში