შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

04 იანვარი 2024, 14:08 605 ნახვა

სკანდინავიის ქვეყნებში დიდთოვლობაა. ძლიერი ქარბუქისა და უხვი ნალექის გამო სატრანსპორტო ქაოსია შვედეთში,  ნორვეგიაში ძლიერი თოვის გამო ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა, რთული ვითარებაა დანიაშიც.  შვედეთის სამხრეთში ძლიერი ქარბუქის გამო ავტომაგისტრალებზე ათასამდე ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

ყველაზე რთული ვითარება დანიის საზღვრის სიახლოვესაა შექმნილი. თოვლში ჩაფლული მანქანების მძღოლების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში არმიაც ჩაერთო. პოლიციის განცხადებით, მანქანების გამოყვანას უხვი ნალექი უშლის ხელს.

მოქალაქეები დროებით თავშესაფრებში გადაჰყვათ. შვედეთის   ჩრდილოეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ღამე ცელსიუსით მინუს 43 გრადუსი დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში