კულება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ

04 იანვარი 2024, 14:05 534 ნახვა

უკრაინა დასავლეთს ისევ აფრთხილებს მძიმე შედეგებზე, რომლებიც პუტინისგანაა მოსალოდნელი უკრაინაში რუსეთის წარმატების შემთხვევაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ილაპარაკა ამერიკულ ტელეკომპანია სიენენ-თან ინტერვიუში.

შეკითხვას, აქვს თუ არა უკრაინას „გეგმა ბ“ იარაღის დეფიციტის შესავსებად, თუ დასავლეთის სახელმწიფოებისგან მიწოდება შეწყდება, კულებამ უპასუხა, რომ „გეგმა ბ“ არ არსებობს, რადგან დარწმუნებული არიან „გეგმა ა-ში".

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა არის ინვესტიცია ნატოს დასაცავად და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისთვის. როგორც დმიტრო კულებამ თქვა, ვისაც ჰგონია, რომ უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, პუტინი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას ვერ გაბედავს, დიდ შეცდომას უშვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში