ისრაელს სასაზღვრო რაიონებში ჯარი საომარ მზადყოფნაში მოჰყავს

04 იანვარი 2024, 14:04 529 ნახვა

ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ქვეყნის ჩრდილოეთ სასაზღვრო რაიონში სამხედრო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტია ასახული. ვიზიტი ბეირუთში კვირის დასაწყისში ჰამასის ლიდერის სალეჰ ალ-არურის ლიკვიდაციის შემდეგ ჰეზბოლასთან დაძაბულობის ფონზე გაიმართა.

ისრაელის ჯარმა გააძლიერა საბრძოლო მზადყოფნა ყველა სასაზღვრო რაიონში - განაცხადა ჰალევიმ ქვეყნის ჩრდილოეთში ვიზიტის დროს. ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ჰამასთან დაახლოებული ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ საზღვრიდან ისრაელის მიმართულებით თითქმის ყოველდღიურად ხსნის ცეცხლს.

დღეს სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ადგილობრივი ოფიციალური პირი და სამი სხვა წევრი დაიღუპნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში