იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

04 იანვარი 2024, 15:39 533 ნახვა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. მოქალაქეების ნაწილი კი ნანგრევებშია დარჩენილი. 

სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 

ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში