ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

05 იანვარი 2024, 14:15 489 ნახვა

ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიებს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივ დევნაზე უვადო იმუნიტეტი ექნება.

ასევე, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა და ოჯახის წევრებმა არ უნდა აგონ პასუხი ისეთ ქმედებებზე, რომლებიც საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება. კანონი ასევე ითვალისწინებს ახალი პრეზიდენტის არჩევის წესების გამკაცრებას.

კანდიდატის მინიმალური ასაკი უნდა იყოს 40 წელი და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში