ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვია

06 იანვარი 2024, 10:44 495 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა. რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში ენტონი ბლინკენის პირველი გაჩერება თურქეთია, სადაც დღეს შეხვედრებს გამართავს. ასევე მოსალოდნელია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაც.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში, ბლინკენი თურქეთში ვიზიტისას ერდოღანს არ შეხვედრია.

რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში სახელმწიფო მდივანი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში