თურქეთი მშვიდობიანი ინიციატივით

06 იანვარი 2024, 11:50 532 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებმა ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

ერდოღანმა კვლავ აღნიშნა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება აუცილებელია და ამ მიმართულებით დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში