ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგენილია 

06 იანვარი 2024, 10:08 481 ნახვა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში