''თიბისი'' ბანკზე თავდამსხმელს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

06 იანვარი 2024, 15:01 559 ნახვა

''თიბისი'' ბანკში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში