პატრიარქი ხელოვნური ინტელექტის შესახებ

07 იანვარი 2024, 11:58 503 ნახვა

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში  ღამისთევით ჩატარდა წირვა-ლოცვა. მათ შორის სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საღმრთო ლიტურღიამდე მრევლს პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს. უკვე 46-ე წელია სწორედ ქვეყნის სულიერი წინამძღვრისგან მოსახლეობა ისმენს მთავარ გზავნილებსა და სათქმელს.

ილია მეორე  წელს ეპისტოლეში  რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის   ისაუბრა  ხელოვნურ ინტელექტზეც.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ჩვენს ცხოვრებაში  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა. და აქვე ხაზგასმულია, რომ  ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში