ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

07 იანვარი 2024, 14:26 1190 ნახვა

ბათუმში, 21 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება ის უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კი კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც კლინიკა ბაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, კლინიკაში მიყვანილი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

გარეგანი დათვალიერებით კი, როგორც ამას ექიმები ამბობენ, დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 

ახალგაზრდა კაცი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში