რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - უკრაინული მედია

08 იანვარი 2024, 10:30 465 ნახვა

დღეს დილით, რუსულმა ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე, დაიბომბა ქალაქი ზმიევიც - ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაშავებულები.

"დილით მტერმა დაარტყა სამრეწველო ობიექტებს, გაჩნდა ხანძარი. მაშველები მუშაობენ ხანძრის ლოკალიზების მიზნით"-განაცხადა ოლეგ ტერეხოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. სამიზნეში მოექცა 10 დასახლება და მოხდა 115 აფეთქება.

მანამდე დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. იქ საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში