პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

09 იანვარი 2024, 10:11 786 ნახვა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.­ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.

ღამე მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებების დამცველები მივიდნენ.

შეკრებილები ძაღლზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ნავროზაშვილმა განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გასული წლის დეკემბრის თვეშია გადაღებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში