იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

09 იანვარი 2024, 10:18 591 ნახვა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს მიაღწია, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მაშველებს საქმეს უამინდობა ურთულებს. ძლიერი წვიმისა და თოვის გამო, მოსახლეობას მეწყერებისა და ნგრევის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

მიწისძვრა იაპონიაში პირველ იანვარს მოხდა. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში