მინესოტაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

09 იანვარი 2024, 10:31 430 ნახვა

ამერიკის მინესოტის შტატის ქალაქ კლოკეტში სროლა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.   სროლის ადგილზე, სამი გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი. წინასწარი ვარაუდით გარდაცვლილებს შორის ერთი თავდასხმაში ეჭვმიტანილია. 

სისხლიანი ინციდენტი  ბიგ-ლეიკ-როადსა და 33-ე გზაჯვარედინის რაიონში მოხდა.

პოლიციამ გააუქმა ევაკუაციის მოთხოვნა  მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ შემთხვევის რაიონში  აქტიური საფრთხე აღარ იყო. დანაშაულის მოტივისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში