ეკვადორში ციხიდან გაუჩინარებულ მაფიის ბოსს ეძებენ

09 იანვარი 2024, 14:00 452 ნახვა

ეკვადორის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გამოაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყველაზე ძებნილი პატიმარი ციხიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ბიზნესმენი ნობოა,  რომელმაც პრეზიდენტის  თანამდებობა  ნოემბერში დაიკავა, პირობა დადო, რომ ჩაახშობს ძალადობის მზარდ დონეს სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში. 

ეკვადორის ციხის სააგენტოს განცხადებით, ორშაბათს ქვეყნის გადატვირთულ ექვს ციხეში  ინციდენტები მოხდა.

ლოს ჩენეროსის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ადოლფო მასიას ვილიამარი, რომელიც  34 წლიან სასჯელს იხდიდა, ციხიდან გაუჩინარდა. ვილიამარი ძალზე სასტიკი საქციელით არის ცნობილი და ის დაკავებამდე მთელ ქვეყანას ატერორებდა. მაფიის ბოსმა ციხეში 12 წელი გაატარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში