იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

09 იანვარი 2024, 14:04 437 ნახვა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც მიწისძვრამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძრის გაჩენამ ადგილობრივი ტურისტული ბაზარი გაანადგურა.

ადგილობრივმა პრეფექტურამ 323 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. ვაჯიმაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი სამართალდამცველები ჩაერთნენ.

ვაჯიმას ბაზრის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 შენობა განადგურდა. იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა  1-ელ იანვარს მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში