Biletebi.ge კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

09 იანვარი 2024, 14:40 458 ნახვა

Biletebi.ge კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, არ ეთანხმებიან Biletebi.ge-ს დაჯარიმებას, კინოსა და TKT-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად მიჩნევას კი ეთანხმებიან.

„ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ სააგენტომ მიიჩნია კინოსა და TKT-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად. გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებლობა მიეცა Biletebi.ge-ს, დაბრუნებულიყო ბაზარზე.

არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ Biletebi.ge დაჯარიმდა. Biletebi.ge-ს არასდროს ჰქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და მას არასოდეს დაუდია ასეთი შეთანხმება. Biletebi.ge მონაწილეობდა მოლაპარაკებაში, რომ მასაც ჰქონოდა ბილეთების ელექტრონული ვაჭრობის გაყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ შეთანხმება/ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სამართლიანი არ არის Biletebi.ge-სთვის“, – აღნიშნულია Biletebi.ge-ს განცხადებაში.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დარღვევის ფაქტი დაადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში