თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

09 იანვარი 2024, 14:46 642 ნახვა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცმა თვითდაზიანებებიც მიიყენა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისიც კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო. როგორც ცნობილია, მამაკაცს გამოჯანმრთელებისთანავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში