ეკვადორში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოცხადდა

10 იანვარი 2024, 11:10 478 ნახვა

ეკვადორის ციხიდან კრიმინალური ავტორიტეტის გაუჩინარების შემდეგ ქვეყანა ძალადობრივმა ინციდენტებმა მოიცვა. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ   ტელესტუდიაში პირდაპირი ეთერის დროს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ ტერორისტულ ორგანიზაციად და სამხედრო სამიზნედ   20-მდე   დაჯგუფება დაასახელა. ტელეწამყვანი ხორხე რენდონი სტუდიაში პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, როცა შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რენდონმა თქვა, რომ თავდასხმა იყო "უკიდურესად ძალადობრივი" და მადლობა გადაუხადა პოლიციას სწრაფი ჩარევისთვის.

პოლიციამ დააკავა 13 შეიარაღებული თავდამსხმელი, რომლებიც  ტელეკომპანია ტი-სის შენობაში შეიჭრნენ, ხოლო ქვეყნის მასშტაბით  შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა შვიდი პოლიციელი გაიტაცეს და რამდენიმე აფეთქება განახორციელეს.

ნობოამ, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა  ნოემბერში დაიკავა  და ამომრჩევლებს ნარკოდანაშაულთან  ბრძოლას დაჰპირდა, ციხეებში პატიმართა ამბოხის შემდეგ ორშაბათს   ქვეყანაში  60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ტელესტუდიაში შეჭრის შემდეგ  ნობოამ შიდა შეიარაღებული კონფლიქტის რეჟიმი აამოქმედა და დაასახელა 22 შეიარაღებული ბანდფორმირება  ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში