პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

10 იანვარი 2024, 14:13 517 ნახვა

პიროტექნიკის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას კვირის ბოლოს სახლში გაწერენ - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა 2 ოპერაცია და სამომავლოდ რეაბილიტაციის კურსს საჭიროებს.

ლუკა გოხიძის მშობლები ამბობენ, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ერთ წელი რეაბილიტაცია ესაჭიროება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი ფინანსური საშუალებაც ამ ეტაპზე არ აქვთ. ისინი დახმარებას ითხოვენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამედიცინო კუთხით პიროტექნიკის შედეგად დაშავებული ბავშვის ყველა პროცედურა დაფინანსდა.

ასევე დაფინანსდება რეაბილიტაციის კურსიც, თუ ოჯახი სამინისტროში  შესაბამის  დოკუმენტაციას წარადგენს.    

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა და მიმართვის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან სხვა ხარჯების დაფინანსების საკითხიც განიხილება.

შეგახსენებთ, ქობულეთში,   სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები 10-წლის ლუკა გოხიძეს, 11-დეკემბერს პიროტექნიკა აუფეთქდა, რის გამოც მან სხეულის მრავლობითი დამწვრობა მიიღო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში