გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუციით წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები დაგმო

11 იანვარი 2024, 10:05 434 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ  იემენელ ჰუსიტებს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები გემებზე წითელ ზღვაში და  დაძაბულობის ესკალაციის შესახებ გააფრთხილა. 

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ასევე მოუწოდებს ჰუსიტებს გაათავისუფლონ იაპონური სავაჭრო გემი - გალაქსი ლიდერი, რომელიც  ჯგუფმა 19 ნოემბერს  მისი 25 წევრიან ეკიპაჟთან ერთად დააკავეს.

რეზოლუციას მხარი თერთმეტმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ოთხმა, მათ შორის ვეტოს მქონე რუსეთმა და ჩინეთმა, თავი შეიკავეს.

წინააღმდეგ არავინ გამოსულა. რეზოლუციის მთავარ  დებულებაში, რომლის ავტორები აშშ და იაპონიაა, აღნიშნულია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაეროს წევრი ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი ხომალდები თავდასხმისგან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში