აშშ-ს ათობით ტორნადომ გადაუარა, არის მსხვერპლი

11 იანვარი 2024, 14:01 451 ნახვა

ათობით მილიონი ამერიკელი დაზარალდა  ძლიერი  შტორმის შედეგად, რომელმაც  ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს გადაურა.  სტიქიამ ელექტროენერგიის გათიშვა, ფრენების გაუქმება და ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია.

ამინდის ეროვნულმა  სამსახურმა 90 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა ძლიერი შტორმის, ტორნადოს,  ქარბუქისა და წყალდიდობის საფრთხის შესახებ ოჰაიოსა და კენტუკში.

ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ფილადელფია და ბოსტონი, წყალდიდობის გამომწვევი უხვი ნალექის შემცირებას  და ქარის სიმძლავრის  შესუსტებას ელოდებიან.  

შტორმმა  და ტორნადომ ალაბამაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში 5 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში