გაეროს უმაღლესმა სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ აღრული საქმის მოსმენა დაიწყო

11 იანვარი 2024, 14:03 379 ნახვა

გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო მოსმენა საქმეზე, რომელიც სამხრეთ აფრიკამ  ისრაელის წინააღმდეგ აღძრა.  სამხრეთ აფრიკა, რომელიც ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში ადანაშაულებს,  ღაზაში  ისრაელის სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ  შეწყვეტას მოითხოვს.

დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო  მოისმენს სამხრეთ აფრიკის არგუმენტებს,ხოლო ხვალ  ისრაელის პასუხს ბრალდებებზე.  სასამართლო გადაუდებელი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, თვის ბოლოს მიიღებს. 

გენოციდის ბრალდებებზე სასამართლო გადაწყვეტილებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ბრალდებებს გენოციდის შესახებ  უსაფუძვლოს უწოდებენ აშშ-ში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში