ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 იანვარი 2024, 00:01 776 ნახვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს. თავისუფალ პროგრამაში კი 124.84 ქულა დაიმსახურეს და მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

საბოლოოდ, მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ბერულავამ და მეტელკინამ 196.14 ქულა დააგროვეს და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეორე საპრიზო ადგილით დაასრულეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში