საფრანგეთში მინისტრთა ახალი კაბინეტი დაკომპლექტდა

12 იანვარი 2024, 14:04 500 ნახვა

საფრანგეთში ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა ევროპარლამენტარმა სტეფან სეჟორნემ კატრინ კოლონა ჩაანაცვლა.

სეჟორნე ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და პროევროპული დეპუტატების ჯგუფის ლიდერია. ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.

ცვლილება შეეხო ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის თანამდებობასაც და ამ უკანასკნელზე, ამელი ოუდეა-კასტერა დაინიშნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში