ტაივანში 13 იანვარს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

12 იანვარი 2024, 14:00 563 ნახვა

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან ტაივანში, რომელიც ხვალ გაიმართება. ერთმანეთს „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“, ტაიბეის ყოფილი მერი და სახალხო პარტიის კანდიდატები ეჯიბრებიან.

მარათონის ფავორიტი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატი უილიამ ლაია, თუმცა ექსპერტების აზრით მისი გამარჯვება გარანტირებული არ არის. ის ამომრჩევლებს სწორი მხარის არჩევისკენ მოუწოდებდა. კონკურენტი ჰოუ იუი აცხადებს, რომ ლაი ტაივანის ჩინეთთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

საარჩევნო მარათონშია ჩართული ასევე ყოფილი ექიმი კე ვენჩჟე,  რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად ტაივანის მოქალაქეთა უმრავლესობა კუნძულის სტატუს კვოს შენარჩუნების მომხრეა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში