მართული თუ სპონტანური პროცესი?

12 მარტი 2017, 00:00 2984 ნახვა

,,ჩვენ უნდა გამოავლინოთ ის ადამიaნები ვინც გამოიყენეს და  რომლებსაც აქეზებდნენ გუშინ აქციაზე”-ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა ბათუმში. მთავრობის მეთაურმა საგანგებო თათბირზე კონკრეტული მითითებებიც გასცა. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს უთხრა, რომ უნდა იმუშავონ სტაბილურობის მისაღწევად, ხოლო სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ წესრიგის დაცვა გააგრძელონ.  მმართველ გუნდში მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები, რომ აქცია იყო მართული. პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები - დღეს ყველა ბათუმში იმყოფებოდნენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში