დამატებითი საჰაერო იერიშები "ჰუსიტების" წინააღმდეგ

13 იანვარი 2024, 10:52 419 ნახვა

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით დარტყმის სამიზნე „ჰუსიტების“ კუთვნილი რადარი იყო. ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს, რომლებიც წითელ ზღვაში დისლოცირებული სამხედრო გემიდან გაუშვეს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს გუშინდელი იერიშების გაგრძელებაა და ის მიზნად ისახავს იემენელ „ჰუსიტებს“ მოუსპოს შესაძლებლობა, მოაწყოს თავდასხმები წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე.

პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში დარტყმებს კვლავ მიიტანენ. შეერთებული შტატები, რომ იემენთან ომით არ არის დაინტერესებული ამაზე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი აცხადებს.

ჯონ კირბის თქმით, ყველა ბრძანება, რომელსაც ამერიკის მთავრობა გასცემს, სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში