გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

13 იანვარი 2024, 11:01 455 ნახვა

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულია 35 და 40 წლის კაცები. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთები იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.

დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში