ომი ახლო აღმოსავლეთში

13 იანვარი 2024, 20:02 424 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. საომარი მოქმედებების 99-ე დღეს ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიში ღაზის სექტორზე, სადაც მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს გათიშული კომუნიკაციებიც ემატება. იერიშს დევნილთა საცხოვრებელ სახლებზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მედიის ინფორმაციით, დარტყმები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქებზე ხან იუნისსა და რაფას შუაში მდებარე არეალებში გაძლიერებულია.

ბოლო მონაცემებით ღაზის სექტორში სულ მცირე 23 708 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა კი ქალები და ბავშვები არიან.

ანკლავში განადგურებულია საავადმყოფოები, ხოლო ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებს, დაშავებულთა ნაკადს ვერ უმკლავდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში