პუტინის ომი უკრაინაში

14 იანვარი 2024, 10:01 452 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს იერიშს უკრაინის ქალაქებზე. მედიის ცნობით კიევსა და რამდენიმე რეგიონში დილით საჰაერო განგაში ჩაირთო.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე. გენშტაბის ცნობით საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები, ყოველდღიურად, 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში