საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 

14 იანვარი 2024, 10:15 432 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს. 

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მოქმედ ჩემპიონს, შვედეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 26:42 დათმო. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის ბოლო შეხვედრას 15 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს.

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეორე მატჩს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში