აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთში არქტიკულმა შტორმმა ენერგომომარაგება შეაფერხა

15 იანვარი 2024, 10:33 602 ნახვა
00:00
00:00

ამერიკის  შეერთებული შტატების მრავალი ქალაქი დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვების გამო თითქმის პარალიზებულია. თოვლით არის დაფარული ავტომაგისტრალები და ქუჩები. 

ძლიერმა ყინვამ იმოქმედა პოლიტიკურ კამპანიებზე, სპორტულ ღონისძიებებსა და გადაადგილებაზე  ქვეყნის მასშტაბით. არქტიკულმა შტორმმა ჩრდილო-აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. 

ასობით ათასი აბონენტი  ძლიერი ყინვის პირობებში შუქისა და სითბოს გარეშეა დარჩენილი. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა 95 მილიონზე მეტი მოქალაქე ძლიერი ყინვის შესახებ  მკაცრად გააფრთხილება და შესაბამისი  რეკომენდაციები გაავრცელა. ამერიკის ზოგიერთ შტატში 30-გრადუსიან ყინვებს პროგნოზირებენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი