საქართველოში H1N1 ვირუსი ცირკულირებს - ვანო ჩხაიძე

15 იანვარი 2024, 15:15 657 ნახვა

რესპირაციული ინფექციებით შემთხვევები მკვეთრად გაზრდილია, თუმცა ჯერ პიკი არ არის. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით შარშან 52-ე კვირას იყო 28%, ხოლო უკვე წელს, პირველივე კვირაში 52% დაფიქსირდა, მათ შორის როგორც ირკვევა უმეტესობა 46% ,,ეიჩ ერთი ენ ერთი“ ვირუსია, კორონავირუსის შემთხვევები კი დაბალია. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს ,, ჯე ენ ერთს“- ივანე ჩხაიძის პროგნოზია, რომ შეცვლილი ვარიანტი სავარაუდოდ უახლოეს კვირებში საქართველოშიც დაფიქსირდება. როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან და რა არის გადამწყვეტი ინფიცირების სიმპტომების გამოჩენისთანავე? ყველაზე ეფექტიან პრევენციად მედიკოსები ისევ ვაქცინაციას ასახელებენ, თუმცა ვანო ჩხაიძის რეკომენდაციაა ასევე ნიღბის ტარება, ხელის ჰიგიენა და ხშირი განიავება იმ სივრცის სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვაც.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში