დავოსში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები

15 იანვარი 2024, 15:17 481 ნახვა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის წინ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ფორუმზე, რომელიც დღეს დღის მეორე ნახევარში დაიწყება და პარასკევის ჩათვლით იმუშავებს, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ჩადიან. 54-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ახლო აღმოსავლეთის ლიდერები დაესწრებიან.

დღის წესრიგის მთავარი თემა ღაზისა და უკრაინის ომების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სამშაბათს მიიღებს. ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსისტები და ბიზნეს ლიდერები რთულ გლობალურ ეკონომიკურ სურათზე, საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის ცვლილებისა და მზარდი ვალების შესახებ იმსჯელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში