ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე ვმუშაობთ - საგარეო უწყება

16 იანვარი 2024, 10:53 509 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩო, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე მუშაობს.

„15 იანვარს ქ. ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში