დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 249.7 ლარი შეადგინა - საქსტატი

16 იანვარი 2024, 11:43 557 ნახვა

2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 252.3 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარითა და 40 თეთრით შემცირდა და ჯამში, 249.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარითა და 30 თეთრითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 221.1 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში