ლეონიძის ქუჩის ნაწილი ერთი თვით გადაიკეტა 

16 იანვარი 2024, 11:26 751 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩა ტაბიძის და ხახულის ქუჩების მონაკვეთში  გადაიკეტა. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქუჩის სრული რეაბილიტაცია ივლისში უნდა დასრულდეს, თუმცა მონაკვეთი სადაც ამჟამად შეზღუდვებია, ერთ თვეში  უნდა გაიხსნას.

ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის მარშრუტიც - N1 და N8 ავტობუსები ლეონიძის ქუჩიდან ტაბიძის ქუჩის გავლით  იმოძრავებს აღმაშენებლის ქუჩამდე. ავტობუსი N1ა აღმაშენებლის ქუჩიდან  ტაბიძის  ქუჩის გავლით  მოხვდება ლეონიძის ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც  ჩაკეტილი არ არის.

N4, N7 და N11 ავტობუსები კი აღმაშენებლის ქუჩით იმოძრავებს.    

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში