ერაყში ამერიკის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა

16 იანვარი 2024, 12:39 582 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ერბილში, ამერიკის საკონსულოსთან, რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა ექვსი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების უგულებელყოფას შეეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში