საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი 7 მარტს ბათუმში გაიმართება 

16 იანვარი 2024, 14:10 1157 ნახვა

ახალი პროექტის, „ლეგენდ სერიის“ (Legend Series) პირველი თამაშის, საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩის თარიღი გაირკვა.

ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს 7 მარტს დაუპირისპირდებიან, – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორები ავრცელებენ. შეხვედრას ბათუმის არენა უმასპინძლებს და ჯერ გუნდების შემადგენლობები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. საქართველოს სახელით ითამაშებენ შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა კახა კალაძე. მატჩის ორგანიზატორების ცნობით, „ინტერის“ ლეგენდებში ითამაშებენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, ასევე ტრებლის მომგები ჟოზე მოურინიოს გუნდის ცხრა ფეხბურთელი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში