ვორონეჟში უკრაინული დრონი მრავალბინიან კორპუსს მოხვდა, დაშავდა ბავშვი

16 იანვარი 2024, 14:01 460 ნახვა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის მერმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უკრაინიდან გაშვებული დრონი 10-სართულიანთ საცხოვრებელი კორპუსს მოხვდა და 10 წლის გოგონა დაშავდა.

კორპუსის მობინადრეები ახლომდებარე სკოლაში გადაიყვანეს გასათბობად. დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი, მე-8 სართულზე გაჩნდა ხანძარიც. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ვორონეჟის ოლქში განადგურებულია უკრაინის ხუთი დრონი. შოიგუს უწყების თანახმად,  ბელგოროდის ოლქში  საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი დრონი მოიგერიეს.

რუსეთს ამ ქალაქის მახლობლად აქვს ავიაბაზა, სადაც განთავსებულია სუ-34-ის  ბომბდამშენები, რომლებსაც  რუსეთი ხშირად უკრაინაზე საჰაერო დარტყმების დროს იყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში