შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია

16 იანვარი 2024, 18:17 578 ნახვა

შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, შავშეთის ქუჩა ათეული წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, ყველა არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაიჭრება. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატიონიდან ანდრონიკაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე არხის მოწყობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 20 ათას კვმ ტერიტორიაზე დაიგება ასფალტი, მოეწყობა მწვანე საფარი, ბორდიურები, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და გარეგანათების ქსელი. ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი მრავალწლიანია და 2026 წლის მაისის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 9 მილიონ 324 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში